თავში

ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვეს

ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვეს
ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა სასამართლო პროტესტის ნიშნად დატოვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმის სამივე ბრალდებულმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და და ავთანდილ წერეთელის პროტესტი მოსამართლის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებების მიცემის შემდეგ, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დრო დგებოდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძისთვის, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სამივე მოწმემ საკმაოდ ბევრი ისაუბრა და ასე დაჩქარებულ რეჟიმში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა გაუგებარი იყო.

"ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ ჩვენი გამოკითხვებიდან ახალი ვერაფერი გაიგეთ. დასკვნითი სიტყვა მომზადებული გაქვთ? თქვენ დაწერეთ თუ გიკარნახეს", - მიმართა ხაზარაძემ პროკურორებს, რის შემდეგაც მოსამართლემ მას უთხრა, რომ თუ დარბაზში არ სურდა ყოფნა, შეეძლო პროცესი დაეტოვებინა.

მამუკა ხაზარაძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებდა. მან პროცესს ფალსიფიცირებული უწოდა და დარბაზი დატოვა.

„კი, ბატონო, ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ, კარგად ბრძანდებოდეთ! ეს არის ფალსიფიცირებული სასამართლო, გადაეცით თქვენს უფროსს ბიძინა ივანიშვილს“, - მიმართა პროკურორებს ხაზარაძემ.

ხაზარაძის სხდომათა დარბაზიდან გასვლის შემდეგ დარბაზი ავთანდილ წერეთელმა და ბადრი ჯაფარიძემაც დატოვა.

მოსამართლემ კი აღნიშნა, რომ მამუკა ხაზარაძის აღშფოთება მისთვის გაუგებარია, რადგანაც დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარესაც უნდა ეთქვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system