თავში

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება
ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, გადაწყვეტილებას ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხდებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. ბადრი ჯაფარიძის თქმით, არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system