თავში

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს - PHOTO

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს - PHOTO
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს - PHOTO

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში, პატრულირების დროს გადამოწმებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 1.20 მეტრი სიგრძის 77 ერთეული და 6 მეტრი სიგრძის 16 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.

მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 139 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 13 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში გამოვლენილია სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე ამოღებულია 18 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system