თავში

ხელები შეუკრა, მანქანა ჩაუკეტა - მამაკაცი 15 წლის გოგოს სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა 

ხელები შეუკრა, მანქანა ჩაუკეტა - მამაკაცი 15 წლის გოგოს სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა 
ხელები შეუკრა, მანქანა ჩაუკეტა - მამაკაცი 15 წლის გოგოს სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა 

15 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს ხელყოფის მუხლით 29 წლის მამაკაცი პასუხისგებაში მიეცა. გამოძიების ინფორმაციით ხელვაჩაურში მცხოვრებმა 29 წლის მამაკაცმა, ღამის საათებში გოგონა მანქანაში ჩაისვა და ჭოროხის სანაპიროსთან წაიყვანა. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით მას მამაკაცი მანქანიდან აღარ უშვებდა, კოცნიდა და სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. არასრულწლოვანს ბრალდებულმა ხელები მანქანის ღვედით შეუკრა. გოგომ სახლში დაბრუნება დილის 6 საათზე შეძლო. მას მშობლები ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.

პროკურატურამ ბრალდებულს გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ჩადენის მუხლით წაუყენა ბრალი, თუმცა დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მობილურ ტელეფონში გადაღებული ვიდეო იპოვეს, სადაც ჩანდა როგორ კოცნიდა ბრალდებული გოგონას. ამიტომ პროკურატურამ ბრალდებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლითაც წაუყენა ბრალი.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი არ დაუმყარებია და მას მხოლოდ მოეფერა. მისივე თქმით ეს გოგონას თანხმობით მოხდა.

გარყვნილი ქმედებისთვის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system