თავში

ხელისუფლება ცდილობს, დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან - ვახო სანაია

ხელისუფლება ცდილობს, დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან - ვახო სანაია
ხელისუფლება ცდილობს, დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან - ვახო სანაია

საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის ბრალდებულთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის არსებით განხილვაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. პროცესს არ დაესწრება დაზარალებული ჟურნალისტი. 

საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად მივიდა მომღერალი გია გაჩეჩილაძე იგივე უცნობი, რომელიც დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს. 

"ბრალდება შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ სანამ განაჩენი არ გამოვა, რა იცით რომ ესენი მოძალადეები არიან... არ მომხდარა იქ თავდასხმა, არ მჯერა მე ვახო სანაიასი. არ შეიძლება ადამიანებისთვის იმის ძახილი, რომ შენ მოძალადე ხარ. ეს არის მსუბუქი მუხლი და როდესაც მსუბუქი მუხლია, ადამიანები გარეთ ელოდებიან შედეგს. არ მომხდარა იქ ჯგუფური ძალადობა და თავდასხმა, კადრებში არაფერი ჩანს. თქვენ არ ძალადობთ ახლა ჩემზე?! ასეთი ფორმით კითხვების დასმა, არის ძალადობა,"- აღნიშნა გია გაჩეჩილაძე.

დაზარალებული ჟურნალისტი ვახო სანაია კი, გოგა ხაინდრავასა და გია გაჩეჩილაძე, ხელისუფლებისგან დაქირავებულებს უწოდებს.

"ხელისუფლება ცდილობს, დაიხსნას ეს ადამიანები პატიმრობიდან. თავის მიერ დაქირავებულ ჯგუფებს აძლევს აქტიურობის დავალებებს, რომ ფონი შექმნან ამ ადამიანების გამოსაშვებად. ეს არის "უცნობი" ანუ გია გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა და მისთანები, რომლებიც არიან ხელისუფლების დაქირავებული პირები, ცდილობენ ფონი შექმნან, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ციხიდან,"- აცხადებს ვახო სანაია.

"უცნობი" პროკურატურისგან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებული პირების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აქციებს აანონსებს.

ვახო სანაია გაჩეჩილაძის განცხადებას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულია სამი პირი.სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system