თავში

ხელვაჩაურში, საპროტესტო აქციაზე 3 პირი დააკავეს

ხელვაჩაურში, საპროტესტო აქციაზე 3 პირი დააკავეს
ხელვაჩაურში, საპროტესტო აქციაზე 3 პირი დააკავეს

ხელვაჩაურში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით სამი პირი დააკავა. მათ ბრალად ედებათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

საპროტესტო აქცია დღეს ხელვაჩაურში გუშინ დაკავებული 54 წლის რევაზ შარაბიძის ახლობლებმა გამართეს და მისი დაკავება გააპროტესტეს. 

შარაბიძის დაკავება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით განხორციელდა, ახლობლები კი ამტკიცებენ, რომ შარაბიძეს იარაღი ჩაუდეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, პოლიციამ იარაღი სახლის უკანა ეზოდან ამოიღო, თუმცა ჩხრეკას არავინ დასწრებია.

დაკავებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია და უფრო დეტალურად საკითხზე მოგვიანებით ისაუბრებს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რევაზ შარაბიძე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად დააპატიმრეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system