თავში

ხმაური საქალაქო სასამართლოში - ზაზა სარალიძემ შვილის ფოტოები ადვოკატებს ესროლა

ხმაური საქალაქო სასამართლოში - ზაზა სარალიძემ შვილის ფოტოები ადვოკატებს ესროლა
ხმაური საქალაქო სასამართლოში - ზაზა სარალიძემ შვილის ფოტოები ადვოკატებს ესროლა

ხმაური საქალაქო სასამართლოში - მიხეილ კალანდიას პროცესი, მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მან პროცესზე შვილის ფოტოები ადვოკატებს მიაყარა და სხდომათა დარბაზიდან გამოვიდა. ზაზა სარალიძე პროცესზე , როგორც დაზარალებული მხარე სიტყვით გამოვიდა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას ადანაშაულებენ კონკრეტულ პირებთან გარიგებაში რაც აბსურდია. მისივე თქმით, მას აგრესია აქვს ადვოკატების მიმართ, რომლებიც მისივე თქმით აცხადებენ, რომ "დავით სარალიძე ღირსი იყო, რომ მოკლეს".

სწორედ ამ განცხადების შემდეგ, ზაზა სარალიძემ მისი შვილის ფოტოები ადვოკატების მისამართით ისროლა და პროცესი შეძახილებით "ეს შთამომავალი მომიკლეს კალანდიებმა და სუბელიანებმა" დატოვა. 

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, სხდომებს აღარ დაესწრება.

რაც შეეხება პროცესს, სასამართლო მირზა სუბელიანის შვილის ჩვენებას უსმენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system