თავში

ხმაური სასამართლოში: მიხეილ კალანდიას მამა და ზაზა სარალიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ხმაური სასამართლოში: მიხეილ კალანდიას მამა და ზაზა სარალიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხმაური სასამართლოში: მიხეილ კალანდიას მამა და ზაზა სარალიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვა მიმდინარეობს, ხმაური იყო. მოწმის დაკითხვისას ზაზა სარალძემ განაცხადა, რომ სუბელიანის ჩვენებიდან საკმარისი მტკიცებულებები იკვეთება, რაც მიხეილ კალანდიას ბრალეულობას ადასტურებს. სარალიძის რეპლიკას კანლანდიას ოჯახის წევრების მხრიდან ხმაურო მოყვა. პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რამაც მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის, თენგიზ კალანდიასა და ლუკა კალანდიას უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი დარბაზიდან გასულ სარალიძეს დაედევნენ.

თენგიზ კალანდიამ ზაზა სარალიძეს ქორვაჭარი უწოდა. 

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა.

სიტუაციის განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.  

სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა, რადგან დაპირისპირების დროს, სხდომათა დარბაზის კარი ჩამოვარდა. 

ცნობისთვის, ალექსანდრე სუბელიანი სასამართლოში მოწმის სახით იკითხება. ალექსანდრე სუბელიანი ბრალდებულ მიხეილ კალანდიას დეიდაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ის არასრულწლოვანია და სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო, მან სხდომის გახსნა თავად მოითხოვა. 

„მსურს სხდომა ღია იყოს, რადგან ეს საჭიროა", - განაცხადა სუბელიანმა. 

თავდაპირველად მოსამართლემ მისი თხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა შესვენების შემდეგ სხდომა ნაწილობრივ დაიხურა. მოსამართლის განმარტებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, პროცესი პრესის გარდა, სხვა დაინტერესებული პირებისთვის დახურა.

სხდომის განახლების შემდეგ მიხეილ კალანდიამ განცხადება გააკეთა და ზაზა სარალიძე პროვოკაციაში დაადანაშაულა. 

"ყველა ადამიანია და ყველას თავის ემოცია აქვს. ზაზა სარალიძეს აქვს უფლება პროცესებს დაესწროს, მაგრამ ჩვენი მძიმე მდგომარეობაც გაითვალისწინეთ და ბატონ ზაზას ნუღარ დაასწრებთ სხდომებს, რადგან ჩემი ოჯახიც ვეღარ უძლებს პროვოკაციებს, დაესწროს მისი ადვოკატი ", - აღნიშნა მიხეილ კალანდიამ. 

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

                                              

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system