თავში

ხორავას ქუჩის საქმეზე საპროცესო შეთანხმება, შესაძლოა, მეორე მსჯავრდებულთანაც გაფორმდეს

ხორავას ქუჩის საქმეზე საპროცესო შეთანხმება, შესაძლოა, მეორე მსჯავრდებულთანაც გაფორმდეს
ხორავას ქუჩის საქმეზე საპროცესო შეთანხმება, შესაძლოა, მეორე მსჯავრდებულთანაც გაფორმდეს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის ადვოკატმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით მიმართა. 

მან უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა დააყენა, რათა საპროცესო შეთანხმების თაობაზე პროკურატურამ საკუთარი პოზიცია წარმოადგინოს. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა და უზენაეს სასამართლოში მსჯავრდებულების საქმის განხილვა 24 იანვრამდე გადადო.

რამაზ ჩინჩალაძეს ამ ეტაპზე არ აქვს პასუხი, საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში ბრალს. ჩინჩალაძის განმარტებით, დადუნაშვილის ოჯახთან, ამ ეტაპზე, შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ საკითხი გაინიხილება. 

ამასთან, ბარბაქაძის ადვოკატმა განცხადება გააკეთა და ყველას მიმართა, რომ შეთანხმების გარეშე, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის სახელით, ნუ მივლენ მოკლული დადუნაშვილის ოჯახთან შერიგებისა და მოლაპარაკებების მიზნით. 

"რაც უნდა კარგი მიზნები ჰქონდეს, ვთხოვ ყველას დადუნაშვილის ოჯახთან არ მივიდეს ადვოკატებთან კონტაქტის გარეშე. სარალიძესთან მიმართებით ბარბაქაძე ორ ინსტანციაში გამართლებულია, ამ მხრივ საპროცესო შეთანხმება დადუნაშვილთან დაკავშირებით განიხილება", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ. 

რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, ბრალდების მხარე პოზიციას ბარბაქაძესთან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 24 იანვრის სხდომაზე წარმოადგენს.

ცნობისთვის, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან უკვე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. პროკურორის თქმით, მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა და მოინანია. გიორგი ჯანაშია დავით სარალიძის მკვლელობას ორი ინსტანციის სასამართლოში არ აღიარებდა. დღეიდან კი, დღეიდან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას სასამართლო პროცესებმა უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

საქმეზე მსჯავრდებულია ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system