თავში

ხუმრობა გვეგონა - რას აცხადებენ გია ჯაჯანიძე და ნოე სულაბერიძე თაღლითურ სქემაზე

ხუმრობა გვეგონა - რას აცხადებენ გია ჯაჯანიძე და ნოე სულაბერიძე თაღლითურ სქემაზე
ხუმრობა გვეგონა - რას აცხადებენ გია ჯაჯანიძე და ნოე სულაბერიძე თაღლითურ სქემაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზების დამზადების ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და ტელეწამყვანი, გია ჯაჯანიძე ეხმაურებიან. 

როგორც ისინი ამბობენ, დანაშაულის შესახებ მათთვის ინფორმაცია მოულოდნელი იყო და თავდაპირველად არც კი დაიჯერეს. 

საქმე ეხება შეერთებული შტატების ყალბი ვიზების დამზადების ფაქტს. დანაშაულის გახსნაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა

ამასთან, გასაჯაროვდა ფარული ჩანაწერიც, სადაც ბრალდებულები ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელებს ახსენებენ.

"სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან მეგობარმა რომ დამირეკა, ხუმრობა მეგონა, იმიტომ, რომ არ მეგონა თუ დღეს ასეთი რაღაც ისევ შეიძლება ხდებოდეს. თუმცა ფაქტი ძალიან მრუდეა ამ შემთხვევაში, სამწუხაროა, ჩვენი სახელი და რეპუტაცია, რომელსაც წლობით ვაშენებთ და მნიშვნელოვანია ჩვენთი, ადამიანებს ასე მარტივად შეუძლიათ რომ შეგილახონ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ყველაფერს ნათელი მოჰფინა,“ - განაცხადა ნოე სულაბერიძემ.

გია ჯაჯანიძე, ნოე სულაბერიძის მსგავსად ამბობს, რომ თავდაპირველად ინფორმაცია ვერც მან აღიქვა სერიოზულად. 

"არ ვუყურებდი სერიოზულად, სახუმარო თემაც იყო, რომ მე მიმყავდა ვიღაც ადამიანები ამერიკაში. ვიღაცამ მომწერა ინსტაგრამზე, რომ ამერიკაში მიგყავთ თურმე ვიღაცო. ფაქტია, რომ ეს ადამიანი აკეთებდა საშინელებას. თან ჯერ არ ვიცი რა დაადგინა გამოძიებამ, რა მოხდა, ვინ დაიკითხა, რა დაიკითხა. საინფორმაციოებით ვიცი,“ - ამბობს გია ჯაჯანიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების ყალბი ვიზების დამზადების საქმეში ცნობილი პროდიუსერის, ნოე სულაბერიძის, ასევე ფსიქოლოგისა და ტელეწამყვანის, გია ჯაჯანიძის სახელები ფუგურირებს

მათ სახელებსა და გვარებს ბრალდებულები ჯიმი მაქაცარია და სოფიო ჩაგანავა ფარულ ჩანაწერში ახსენებენ. 

სწორედ სულაბერიძისა და ჯაჯანიძის დახმარებით სთავაზობდნენ ისინი ერთ-ერთ მოქალაქეს ამერიკაში უკანონო გზით მოხვედრას.

მომღერალსა და პროდიუსერს ჯიმი მაქაცარიასა და სოფიო ჩაგანავას ბრალი უკვე წარედგინათდანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system