თავში

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს
უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

,,დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system