თავში

ხუთივეს უმკაცრესად დასჯას ვითხოვ - გიორგი შაქარაშვილის დედა

ხუთივეს უმკაცრესად დასჯას ვითხოვ - გიორგი შაქარაშვილის დედა
ხუთივეს უმკაცრესად დასჯას ვითხოვ - გიორგი შაქარაშვილის დედა

დღეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. 8-თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ფინალური პროცესი მცხეთაში ზუსტად 15:00 საათზე დაიწყება.

განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში დაესწრება 19 წლის ფეხბურთელის ოჯახი.

გიორგი შაქარაშვილის დედა და და სასამართლოში უკვე მივიდნენ. ისინი ბრალდებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. 

"სამართლინ განაჩენს ვითხოვ და ხუთივეს დასჯას ვითხოვ უმკაცრესად" - განაცხადა თამუნა შალვაშვილმა. 

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განაჩენს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და ამ საქმის განმხილველი მოსამართლე ბიძინა სტურუა გამოაცხადებს. მოსამართლე ამ დრომდე სათათბიროდ არის გასული. მან სათათბიროდ ჯამში შვიდი დღე გამოიყენა.

საქმის განხილვა თითქმის ცხრა თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალი ხუთ პირს აქვს წაყენებული. მათგან ორი არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

წინა სხდომებზე დაკავებულების ოჯახები აცხადებდნენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, სხვა ინსტანციებსა და სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.

შაქარაშვილის დედა საქმეზე ერთხელ არის დაკითხული. ამ შემთხვევის გარდა, ის სასამართლო სხდომებზე არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system