თავში

ხვალ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

ხვალ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
ხვალ საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, სასამართლო პროცესი ხვალ, 22 დეკემბერს გაიმართება. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება.

ადვოკატის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს მის სასამართლო სხდომებზე დასწრების სურვილი აქვს, თუმცა დაესწრება თუ არა სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ხვალ საქმის პირველი არსებითი განხილვა გაიმართება. პროცედურულად, მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.

ცნობისთვის,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვს წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system