თავში

მცხეთის პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები გრძელდება

მცხეთის პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები გრძელდება
მცხეთის პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე დაკითხვები გრძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, მცხეთის პოლიციაში დაკითხვები გრძელდება. სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს ლუკა ბეჟანიშვილი, ამ დროისთვის კი გამომძიებლის შეკითხვებს ვახო ახვლედიანი პასუხობს, რომელიც საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და რომლის ინფორმაციითაც, გიორგი შაქარაშვილს რამდენიმე პირი მისდევდა. 

,,ვიყავით დაბარებული მოწმის სახით. გვქონდა ინფორმაცია, რომ არსებობდა კითხვები და ჩვენ მზად ვიყავით გვეპასუხა. მივედით და გვითხრეს, რომ რა კითხვებიც ქონდათ, ამ კითხვებზე უკვე პასუხი ჰქონდათ მიღებული. გვითხრეს, რომ თუ რამე კითხვა ექნებოდათ მომავალში დაგვიკავშირდებიან,"- განაცხადა ადვოკატმა თემურ სორდიამ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების პროცესში დაიკითხნენ სპორტსმენებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა

მათ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ედებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system