თავში

,,კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გადაურჩა მკაცრ სასჯელს" - ტარიელ კაკაბაძე

,,კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გადაურჩა მკაცრ სასჯელს" - ტარიელ კაკაბაძე
,,კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გადაურჩა მკაცრ სასჯელს - ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში კიდევ ერთი გამამართლებელი განაჩენის შესახებ წერს. 

მისი ინფორმაციით, პირი, რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ედებოდა, სააპელაციო სასამართლომაც სრულად გაამართლა.

,,რევაზ გ.-ძე სააპელაციო სასამართლომაც სრულად გაამართლა.

ბრალდება: ჯანმრთლობის განზრახ მძიმე დაზიანება; ცეცხლსასროლი იარაღის ტარება.

სასამართლოში ბრალდების მხარემ წარმოადგინა სამი პირდაპირი მოწმე. მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვით დადასტურდა უამრავი ფაქტობრივი გარემოება, რაც დაცვის მხარის ვერსიას ამყარებდა.

სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია ფარულ ჩანაწერებში დაფიქსირებული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

(კერძოდ: არ იყო ჩატარებული ექსპერტიზები, არ იყო დაკითხული საუბარში მონაწილე პირები, ასევე ფარულ ჩანაწერებში გაჟღერებული ინფორმაცია

ეწინააღმდეგებოდა სხვა უტყუარ მტკიცებულებებს).

ამომცნობი პირის (პირდაპირი მოწმე) სასამართლოში დაკითხვით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულის ამოცნობა ჩატარებული იყო კანონის არსებითი დარღვევით.

დადასტურდა, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებული იყო არასრულწყოფილად და არასწორად.

აღსანიშნავია ერთი რამ:

დაცვის მხარეს აღნიშნულ საქმეზე არ გვყოლია წარმოდგენილი არცერთი მოწმე, თუმცა ჩვენ მხარეს იყო ყველაზე მთავარი- სიმართლე. 

სიმართლეს კი ყველაზე დიდი ძალა აქვს.

ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი გადაურჩა მკაცრ სასჯელს. მოსამართლე: ქალბატონი ნინო სანდოძე", - წერს ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system