თავში

,,კითხვის ნიშნები არის" - თეა წულუკიანი შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება 

თეა წულუკიანი შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება 
,,კითხვის ნიშნები არის - თეა წულუკიანი შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება 

პატიმრების შეწყალების საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას იუსტიციის მინისტრი მიესალმება. თეა წულუკიანის განცხადებით აღნიშნულ ფაქტებზე კითხვის ნიშნები არსებობს, რომელზეც საგამოძიებო უწყებამ პასუხი უნდა გასცეს. თეა წულუკიანს არ აკონკრეტებს ხედავს თუ არა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით კორუფციის ნიშნებს.

„კორუფციის ნიშნები არის თუ არა, ეს მე არ ვიცი რადგან მასალებს, დოკუმენტაციას და რაც შეიძლება ამ საქმეზე შეგროვდეს არ ვიცნობ. მაგრამ კითხვის ნიშნები არის, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ამ პრეზიდენტს, რომელიც ჩვენთან, იუსტიციის სამინისტროსთან ახალი წლის შეწყალებაზე იყო კონტაქტზე და ზრუნავდა იმაზე, რომ არ შეეწყალებინა ისეთი ადამიანები ვინც საზოგადოებისთვის იქნებოდნენ საშიშნი, წარმოუდგენელია, რომ ასეთმა ადამიანმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისვე შეფასებით პრეზიდენტმა შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადების გადაწყვეტილება სწორად მიიღო.

პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ევროპულმა საქართველომ" მიმართა. პარტიაში წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია ფიგურირებს. გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით  განცხადება საგამოძიებო უწყებამ დღეს გააკეთა. დღესვე პროკურატურაში გამოკითხვაზე „ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი დაიბარეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system