თავში

კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

​კლუბ „ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა

„კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა. 

როგორც report.ge-ს პროკურატურიდან აცნობეს, 12 იანვარს „კლუბ ბასიანის“ თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედების და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბ. ჩ.-ს დაუზუსტდა ბრალდება.

„მას წარედგინა ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხულიგნური ქვენა გრძნობით, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კლუბ "ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ხულიგნობის მუხლებით აქვს წარდგენილი. 

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ბიძინა ჩაჩხიანმა ცეცხლი გახსნა. მან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ გაისრულოა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system