თავში

კობა კობალაძე: სამართლის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

კობა კობალაძე: სამართლის წინაშე ყველა თანასწორი ვართ
კობა კობალაძე: სამართლის წინაშე ყველა თანასწორი ვართ

სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი, - ამის შესახებ დეპუტატმა კობა კობალაძემ მისი შვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვერ გადავერთვები იურისპრუდენციაში, ეს არ არის ჩემი პროფესია, ჩვენ ვსარგებლობთ პროფესიონალი იურისტის მომსახურებით. რაც შეეხება ჩემს, როგორც მშობლის, პოზიციას, საკმაოდ პასუხისმგებლობით ვცხოვრობ, მიცხოვრია და ვიქნები ასე მეც და ჩემი ოჯახის თითოეული წევრიც. აქედან გამომდინარე, თითოეულმა დაიწეროს გულის ფიცარზე - სამართლის წინაშე ყველა ვართ თანასწორი და არც არავის ნება-სურვილის, ან დაკვეთის გამო, არც მართალი ადამიანი დაისჯება და არც მტყუანი გამართლდება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

ცნობისთვის, დღეს სასამართლომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებულებს ბრალდება ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აქვთ წარდგენილი.

სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system