თავში

ქობულეთში დედამთილმა რძალი სცემა

ქობულეთში დედამთილმა რძალი სცემა
ქობულეთში დედამთილმა რძალი სცემა

რძლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დედამთილს 80 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა. ქობულეთში მცხოვრებ რძალ-დედამთილს შორის კონფლიქტი ყოფითი პრობლემების გამო დაიწყო. საქმის მასალების მიხედვით, ქალმა მისი შვილის მეუღლეს "ხელის სახის არეში დარტყმით და ხელის კისერში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი".

ბრალდებულმა დედამთილმა დანაშაული აღიარა, რის გამოც სასამართლომ სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება არჩია.

პროცესზე მტკიცებულების სახით ბრალდების მხარემ ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს აღენიშნებოდა "ნაჭდევები კისრის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system