თავში

ანგი ხუციშვილმა პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა

კომენტარის გარეშე დატოვა
ანგი ხუციშვილმა პროკურატურა კომენტარის გარეშე დატოვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ანგი ხუციშვილმა გენერალური პროკურატურა, დაახლოებით 6 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ცოტა ხნის წინ, დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არც საგამოძიებო უწყებაში შესვლის წინ და არც გამოკითხვის დასრულების შემდეგ გაუკეთებია. 

ანგი ხუციშვილის გამოკითხვა მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიას უკავშირდება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცემული შეწყალების აქტით, მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირი შეიწყალა, მათ შორის 22 წლის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის, გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

სკანდალური შეწყალების შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ხმაურიან საქმეზე უკვეგამოიკითხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system