თავში

კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებიდან ამოღებულია ლეპტოპები

კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებიდან ამოღებულია ლეპტოპები
კომპანია ზეგის თანამშრომლების სახლებიდან ამოღებულია ლეპტოპები

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კომპანია "ზეგის" თანამშრომლების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა დაასრულეს.

5 თანამშრომლის ბინიდან, ამოღებულია რამდენიმე ლეპტოპი. კომპანიის უფლებადამცველისთვის უცნობია რას ეძებენ უწყების წარმომადგენლები. 

კომპანიის თანამშრომლები ჩატარებულ ჩხრეკას, ბაჩანა ლობჟანიძის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირებენ. კომპანიის ხელმძღვანელის, თამარ კობერიძის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა წაიღეს ორი პირადი კომპიუტერი.

ცნობისთვის, 23 წლის პროგრამისტი, გარდაცვილი თამარ ბაჩალიაშვილი კომპანია "ზეგის" თანამშრომელი იყო. ბაჩანა ლობჟანიძეს "ზეგის" საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვები აქვს. ის არ გამორიცხავს, რომ ოფიციალური საქმიანობის მიღმა აღნიშნული კომპანია არალეგალური საქმიანობითაც იყოს დაკავებული.

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურის, კომპანია "ზეგის" თანამშრომლების სახლებში დღეს ჩხრეკა ჩატარდა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system