თავში

ქრთამის აღებისთვის დაკავებული პროკურორის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ქრთამის აღებისთვის დაკავებული პროკურორის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფი
ქრთამის აღებისთვის დაკავებული პროკურორის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული პროკურორის, დავით შაკიაშვილისთვის ადვოკატი ბრალის თაღლითობით გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

დაკავებულს სახელმწიფო ბრალდება ქრთამის აღებას თავისი ავტორიტეტის გამოყენებით ედავება, რაც უსაფუძვლოა. საქმის მასალებით ეს არ ფიქსირდება. თუკი საქმე ავტორიტეტის გამოყენებით ქრთამის აღებასთან გვაქვს, უნდა არსებობდეს პირთა წრე ან ზემდგომი პირი უნდა იყოს დასახელებული", - განაცხადა ადვოკატმა. 

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. 

"დაკავებულმა შეცდომა არა უშუალოდ ქრთამის ნაწილში, არამედ იმ ქმედებაში აღიარა, რაც მან განახორციელა. ვგულისხმობ თანხის აღებას. დიდი ალბათობით, ეს არის თაღლითობა. ვინ რა ითაღლითა, არ ვიცით, მაგრამ საქმის მასალებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, აღნიშნული სისხლის სამართლის მუხლი თაღლითობით გადაკვალიფიცრდება, რომელიც ითვალისწინებს როგორც ჯარიმას, ისე სასჯელს 6-დან 9 წლამდე", - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი. 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ.შ. გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, პროკურორმა ბრალდებული პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამი 50 000 ლარის ოდენობით.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system