თავში

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა
ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულ 13 პირს პატიმრობა შეეფარდა

„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებულ ცამეტივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულთა უმრავლესობა სხდომას დისტანციურად ერთვებოდა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

დაკავებულების ადვოკატი გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებს და გასაჩივრებას გეგმავს.

„სასამართლომ მიიღო განჩინება, რითიც სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. მიმაჩნია, რომ ვერანაირი დასაბუთებული განჩინება ვერ ჩაგვბარდება. თავად შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი. ჩვენ გვქონდა მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ მოვითხოვეთ, არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო. ბრალდების შუამდგომლობა არანაირად არ იყო დასაბუთებული. სავარაუდოდ 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ მიღებულ განჩინებას“, – განაცხადა ადვოკატმა, ალექსანდრე ამირხანაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი 10 ივნისს დააკავა, კანონიერ ქურდს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system