თავში

ქუთაისში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ქუთაისში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ქუთაისის ცენტრში მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება 236- ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს. 

ამის შესახებ ინფორმაცია Report.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.

ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე ბიზნესმენის ოჯახში პოლიცია და ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ. 

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, სროლა იყო ქუთაისში.

არსებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღვოდა მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის სიტყვიერი დაპირისპირება.

თვითმხილველების თქმით, ბიზნესმენი საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დააზიანა.

სიტყვიერი დაპირისპირების დასრულების შემდეგ, მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც სროლა მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system