თავში

ლაშა ჩხარტიშვილი 3000 ლარით დაჯარიმდა

ლაშა ჩხარტიშვილი 3000 ლარით დაჯარიმდა
ლაშა ჩხარტიშვილი 3000 ლარით დაჯარიმდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრს ლაშა ჩხარტიშვილს 3000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. ლაშა ჩხარტიშვილი 3 იანვარს „შეცვალეს“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დააკავეს, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებას. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის წინ არსებულ ატრაქციონთან მიახლოებას და იქ 20 ივნისის აქციის ამსახველი ფოტოების დადებას აპირებდნენ, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რასაც მცირედი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system