თავში

ლაშა ჩხარტიშვილი: ასეთ უსამართლო ჯარიმას, პატიმრობა მირჩევნია

ლაშა ჩხარტიშვილი: ასეთ უსამართლო ჯარიმას, პატიმრობა მირჩევნია
ლაშა ჩხარტიშვილი: ასეთ უსამართლო ჯარიმას, პატიმრობა მირჩევნია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი იწყება.

როგორც ჩხარტიშვილმა, პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.  

"ეს ჩემი მე-13-ე დაკავებაა და აქედან 7 პატიმრობით იყო. მე პირადად მირჩევნია ასეთ უსამართლო ჯარიმას, პატიმრობის მოხდა, თუმცა სულერთია ეს სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს"- განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. 

პროცესი 3 იანვარს უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო. განხილვის გადადების შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ია სირანიშვილმა დააყენა. მისი თქმით, საჭიროა იყო და პოლიციელთა სამხრე კამერების მიერ ჩაწერილი ვიდეომასალის ამოღება და შეფასება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა მისაღებად ჩაითვალა. ჩანაწერების წარდგენა მან შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა.

ცნობისთვის, ჩხარტიშვილი 3 იანვარს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system