თავში

ლაშა ჩხარტიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ლაშა ჩხარტიშვილს პატიმრობა შეეფარდა
ლაშა ჩხარტიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ლაშა ჩხარტიშვილს საქალაქო სასამართლომ 8 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მის გასაჩივრებას აპირებს. ჩახრტიშვილის ადვოკატის, ია სირანაშვილის თქმით, ბრალდებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ჩხარტიშვილის მიმართ სამართალდამცველებმა თავად გამოიყენეს ძალადობრივი მეთოდები.  

თავად ბრალდებული ჩხარტიშვილი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, რადგან წინა სხდომაზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა და ჯარიმის სახით 300 ლარი დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ორი საათის განმავლობაში, აქციის მონაწილეები ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან იყვნენ შეკრებილები და მინისტრ თეა წულუკიანის გამოსვლას ელოდნენ. იუსტიციის მინისტრი ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.

წულუკიანმა ჟურნალისტებთან კომენტარი ბიბლიოთეკაში გააკეთა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება თუ ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადება.

იუსტიციის მინისტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა სასტვენებისა და შეძახილების ფონზე დატოვა. ის სამართალდამცველებმა სპეციალური კორდონის საშუალებით გააცილეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system