თავში

"ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს ჯარიმა შეეფარდათ

"ლავასოღლის" მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს ჯარიმა შეეფარდათ
ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულებს ჯარიმა შეეფარდათ

ე.წ. კანონიერი ქურდის "ლავასოღლის" (მინდია გორაძის) მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყველა დაკავებული 1000-1000 ლარით დააჯარიმა და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

9 პირი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით იყო დაკავებული. თავის მხრივ, ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ მათ სამართალდამცავების მოწოდება არ გაუგიათ.

ცნობისთვის, გუშინ სარფი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე აქციის დროს 9 ადამიანი დააკავეს. ისინი მინდია გორაძის თურქეთიდან ექსტრადირებას ან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის იუსტიციის სახლთან კი 17 პირი აგრძელებს შიმშილს, მათ კარვები აქვთ გაშლილი. დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით განხორციელდა, რაც სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system