თავში

ლევან ხაბეიშვილი: როცა ხელისუფლება შეიცვლება, კანონის წინაშე ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ

ლევან ხაბეიშვილი: როცა ხელისუფლება შეიცვლება, კანონის წინაშე
ლევან ხაბეიშვილი: როცა ხელისუფლება შეიცვლება, კანონის წინაშე ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონის შესაბამისად მისცემს ჩვენებას.

ხაბეიშვილის ადვოკატის მოთხოვნაა, გამოძიება არა ძალადობის, არამედ ჯგუფური ძალადობის მუხლით წარიმართოს.

„საზოგადოებას მინდა ყოველი შემთხვევისთვის ვუთხრა და ხელისუფლებას შევახსენო, ანრი ოხანაშვილს რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანმა, დღეს ის დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია. ამ შემთხვევაში, როცა საკრებულოს დეპუტატს რამდენიმე ტურა უკნიდან მოეპარა და ისინი ანგარიშსწორებით გამოირჩეოდნენ ჩემს მიმართ, დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან და ამ დრომდე გამოკითხვაზე არავინ დაუბარებიათ. როცა ხელისუფლება შეიცვლება, ამ ადამიანებს არ ვაპირებ ფიზიკურად გავუსწორდე, რადგან ჩემი პლიუსი არ არის ფიზიკური ანგარიშსწორება და ყველა ძალადობას ვგმობ, მათ შორის ანრი ოხანაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობას. თუმცა, კანონის წინაშე ამ ადამიანებს პასუხისგება მოუწევთ. იმიტომ, კი არა, რომ მე დავიბოღმე და ცოტა ხანი ყვითელი თვალი მაქვს. არა, უბრალოდ, ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს“ – განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ: თბილისის საკრებულოში გუშინ დაპირისპირება მოხდა, რაზეც შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system