თავში

ლევან ხაბეიშვილის გირაო შეეფარდა

ლევან ხაბეიშვილის გირაო შეეფარდა
ლევან ხაბეიშვილის გირაო შეეფარდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობაში ბრალდებულ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბრალდების მხარე ხაბეიშვილისთვის 3000 ლარის ოდენობის გიორაოს დაკისრების ითხოვდა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს შაუმდგომლობით მიმართა, რომ აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ ყოფილიყო გამოყენებული. 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს გაიმართება. 

ლევან ხაბეიშვილს დღეს ძველი თბილისის სამმართველოში ბრალი წაუყენეს. თბილისის საკრებულოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან", გამოძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ედავება. 

თავის მხრივ, ხაბეიშვილზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის  საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატებს - თარაშ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით, მოსამართლემ დღეს 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, 24 იანვარს საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს სცემეს. ხაბეიშვილმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. რის გამოც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system