თავში

ლევან თოფაძეს არ დაუნახავს ჰქონდა თუ არა ბუსა ჟვანიას დანა

ლევან თოფაძეს არ დაუნახავს ჰქონდა თუ არა ბუსა ჟვანიას დანა
ლევან თოფაძეს არ დაუნახავს ჰქონდა თუ არა ბუსა ჟვანიას დანა

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დაუნახავს, ბუსა ჟვანიას დანა, ან მსგავსი საგანი ჰქონდა თუ არა.

ადვოკატის თქმით, ლევან თოფაძემ გამოძიებას უთხრა რომ ბუსა ჟვანიას მხოლოდ გამარჯობით იცნობდა და დაპირისპირება სატელეფონო საუბარს მოჰყვა.

"ლევან თოფაძემ გამომძიებელს იმ გარემოებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რისი შემსწრეც და სამწუხაროდ მონაწილეც იყო. მან აღნიშნა, რომ ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები. თუმცა, ასევე განმარტა, რომ დანა, ან რამე მსგავსი საგანი მას არ დაუნახავს. შეხლა-შემოხლის ფაქტი დაადასტურა და ამის თაობაზე შესაბამისი ჩვენება მისცა.

როგორც თავად განმარტა, ბუსა ჟვანიასთან მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, გამარჯობით იცნობდა. დაპირისპირება სატელეფონო საუბრის შედეგად მოხდა, ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. ტელეფონზე არანაირი მუქარის შესახებ არ განუცხადებიათ, ეს იყო სიტყვიერი დაპირისპირება" - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system