თავში

ლევან თოფაძის გამოკითხვა სახლში მიმდინარეობს

ლევან თოფაძის გამოკითხვა სახლში მიმდინარეობს
ლევან თოფაძის გამოკითხვა სახლში მიმდინარეობს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს უკვე ერთი საათია საკუთარ საცხოვრებელ სახლში კითხავენ. ლევან თოფაძე საგამოძიებო უწყების კითხვებს დღეს პირველად პასუხობს.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეა დამოკიდებული, შეუმსუბუქდება თუ არა ბრალი თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ბუსა ჟვანიას. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას საქმეზე, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, საგამოძიებო უწყებამ მუხლი გადააკვალიფიცირა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დანაშაულის დამტკიცების შემთხევევაში მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system