
ლევან თოფაძის მამის, ირაკლი თოფაძის განცხადებით, ოთახი, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, კვლავ დალუქულია.
დაჭრილის მამის თქმით, გამოკითხვაზე არც თვითონ და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი ჯერჯერობით არ დაუბარებიათ.
"პირველ დღეს იყვნენ, დალუქეს ყველაფერი, გასაღებიც წაღებული აქვთ. იქ, სადაც მოხდა ჩხუბი, დაკეტილია და იკვლევენ. დანარჩენი, ვინ დაარტყა, როგორ დაარტყა, არ ვიცი,"- განაცხადა თოფაძემ.
ცნობისთვის, ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ფაქტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.