თავში

ლგბტქ თემის ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის საქართველოს სტრასბურგმა კომპენსაცია დააკისრა

ლგბტქ თემის ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის საქართველოს სტრასბურგმა კომპენსაცია დააკისრა
ლგბტქ თემის ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის საქართველოს სტრასბურგმა კომპენსაცია დააკისრა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის მხრიდან თბილისში ერთ-ერთი ლგბტ თემის ოფისის ჩხრეკის დროს ადამიანის ღირსების შემლახველ ქმედებას ჰქონდა. 

სასამართლო ადგენს, რომ 2009 წელს ფონდ ინკლუზივის ოფისში ჩატარებული რეიდის დროს პოლიცია განმცხადებლის მისამართით დისკრიმინაციულად, ღირსებისშემლახველად იქცეოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციის მხრიდან ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ქმედებაზე სახელმწიფო იყო პასუხისმგებელი. 

სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ ოფისში 17 პოლიციელმა ჩხრეკა მაშინ ჩაატარა, როცა ისინი გამოფენისთვის ემზადებოდნენ. სამართალდამცველები კი შენობაში სასამართლო განჩინების გარეშე შეცვივდნენ და ჩხრეკა დაიწყეს. მომჩივნების მტკიცებით, პოლიციელებმა ოფისის თანამშრომლების შეურაცხყოფა მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეიტყვეს, რომ შენობაში ლგბტქ თემატიკაზე მომუშავე ადამიანები იმყოფებოდნენ. მათივე მტკიცებით, ძალოვანების მხრიდან ისმოდა სიტყვები "ავადმყოფები" და "გარყვნილება". საუბარია ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევაზე, რაც ადამიანის მიმართ ღირსებისშემლახველ, დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას გულისხმობს.

განმცხადებლების თქმით, პოლიციის ქალმა ოფიცრებმა ჩხრეკა ოფისის თანამშრომლების გაშიშვლებით დაიწყეს. მათივე განმარტებით, გაშიშვლებით ჩხრეკა ოფისის ტუალეტში, ცივ და ჭუჭყიან იატაკზეც ჩატარდა და ჩხრეკის შესახებ პოლიციას ოქმი არ შეუდგენია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობით, მომხდარი სათანადოდ არ იყო გამოძიებული. აღნიშნულის გამო ორივე მომჩივანისთვის, ეკატერინე აღდგომელაშვილისთვისა და თინათინ ჯაფარიძესთვის, საქართველოს 2 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system