თავში

საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, კუთვნილ საამქროში აწარმოებდა თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პროდუქტის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს, მზა პროდუქტში დაბალი იყო ცხიმის, ცილისა და ფარშის მასური წილის შემცველობა, ასევე ენერგეტიკული ღირებულება", - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system