თავში

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ცოტნე ცოტნიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. 

ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. შუამდგომლობა დაცვის მხარემ დაყენა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

შეგახსენებთ რომ 20 ივნისის საქმეზე ზურაბ ბუდაღაშვილი, ცოტნე ცოტნიაშვილი, ბესიკ თამლიანი, ცოტნე სოსელია და კახაბერ კუპრეიშვილი არიან ბრალდებული.

დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system