თავში

"იბერიას" ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოუგეს

"იბერიას" ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოუგეს
იბერიას ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო დავა მოუგეს

ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებლებს, არხის ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ მოუგეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განხილვის გარეშე, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიას ყოფილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციის, სახელფასო დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.

იბერიის დახურვის შესახებ თანამშრომლებმა გასული წლის 16 ოქტომბერს გაიგეს. არხის მფლობელმა და დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ არხზე დასაქმებულებს უთხრა , რომ ფინანსური კრიზისი ჰქონდა.

მოგვიანებით, ტელეკომპანია იბერიაში დასაქმებულებს გათავისუფლების ბრძანებები ჩაბარდათ.

მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი მსგავს შემთხვევაში დამსაქმებელს 2 თვის კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს- არხის მფლობელებმა ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადეს.

ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებლები ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი მილიონობით ღირებულების ქონების მფლობელები არიან. უფრო მეტიც, ნატო ჩხეიძე, რომელიც ამავდროულად დეპუტატია, საკუთარი დეკლარირებული ქონებით სხვა მილიონერ კანონმდებლებს შორის პირველ ადგილზეა. მისი ქონება 50 მილიონზე მეტია. ასევე მილიონობით ქონების მფლობელია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია იბერია.

ტელეკომპანია იბერიას ყოფილი ჟურნალისტების ინტერესებს საია იცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system