თავში

დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვაში მიიღებს მონაწილეობას.

წინა პროცესზე დაცვის მხარემ ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, თუმცა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

ირაკლი ოქრუაშვილის უფლებადამცველი, ვახტანგ იაშვილი ამჯერად რაიმე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system