თავში

ლონდა თოლორაია: ადგილი ჰქონდა "მწვანე სკოლის" მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას

ლონდა თოლორაია: ადგილი ჰქონდა "მწვანე სკოლის" მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას
ლონდა თოლორაია: ადგილი ჰქონდა მწვანე სკოლის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის, 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებისას დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა სკოლის მიერ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. თოლორაიას თქმით, აღნიშნული ინფორმაცია უკვე ეცნობა სკოლას. 

„ამ ეტაპზე მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. მეტ ახალ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება ამოიწურება. გამოძიების დასრულების შემდეგ უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებ. რაც შეეხება „მწვანე სკოლის“ მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას, ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას. ეს გადაწყვეტილება მათთვის უკვე არის ცნობილი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system