თავში

კაცს, რომელმაც ტაქსის მძღოლს ავტომობილი გასტაცა, 8 წელი მიესაჯა

კაცს, რომელმაც ტაქსის მძღოლს ავტომობილი გასტაცა, 8 წელი მიესაჯა
კაცს, რომელმაც ტაქსის მძღოლს ავტომობილი გასტაცა, 8 წელი მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული თ.გ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, ქ.თბილისში, ზაჰესში, თ.გ. თავს დაესხა კერძო ტაქსის მძღოლს დ.მ.-ს და დანის დემონსტრირებით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ავტომობილის გადაცემა მოსთხოვა. 

დაზარალებულმა დ.მ.-მ ავტომობილიდან გადასვლა და გაქცევა მოახერხა, ხოლო თ.გ. დაეუფლა 11500 ლარად ღირებულ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.გ. იმავე დღეს მცხეთის ტერიტორიაზე, ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system