თავში

ლუკა სირაძის საქმე - გამომძიებელს პატიმრობა შეეფარდა

ლუკა სირაძის საქმე - გამომძიებელს პატიმრობა შეეფარდა
ლუკა სირაძის საქმე - გამომძიებელს პატიმრობა შეეფარდა

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართა, სადაც ამჟამად მარიანა ჩოლოიანი მკურნალობს.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ არსებობდა როგორც ფაქტობრივი, ასევე სხვა საფუძვლები, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. რაც შეეხება უშუალოდ იმ საფუძვლებს, რის გამოც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს გახლავთ მტკიცებულებების მოპოვებისათვის ხელის შეშლა, ასევე მოწმეებზე ზემოქმედება, რომელთაც შესაძლოა მიაყენონ ზიანი სამართალწარმოებას. რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, სასამართლომ იმსჯელა მის თარიღზე და გადაწყდა, რომ საქმე წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა 2020 წლის 12 თებერვალს“ - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ქუთათელაძემ.

დაცვის მხარე კი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. გაგი მოსიაშვილის განცხადებით ჩოლოიანისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system