თავში

ლუკა სირაძის ძმა ჩოლოიანის ადვოკატებს პასუხობს

ლუკა სირაძის ძმა ჩოლოიანის ადვოკატებს პასუხობს
ლუკა სირაძის ძმა ჩოლოიანის ადვოკატებს პასუხობს

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატების განცხადებას, ლუკა სირაძის ძმა პასუხობს. 

მისი თქმით, ლუკა სირაძე გარდაცვალებამდე საავადმყოფოში ძლიერ გამაყუჩებელ პრეპარატებს იღებდა, ხოლო ჩოლოიანის ბრალდებას ლუკას შენობიდან გადმოვარდნის მიზეზთან კავშირი არ აქვს. 

"არანაირი ნარკოტიკი არ მიუღია, ასეც რომ ყოფილიყო, ეს მისი საქმე არ არის. მისი საქმე ჩოლოიანის დაცვა იყო, მაგრამ ეს საქმე ჩაუვარდა და ახლა ჩემი ძმის სახელის გატეხვას ცდილობს. არსებობს ექსპერტიზის ორი დასკვნა, სისხლის ერთი ნიმუში აღებულია ასფალტიდან, რომელზეც ექსპერტიზა ცალსახად ამბობს, რომ ნარკოტიკის კვალი მასში არ არის, ხოლო მეორე უკვე არის საავადმყოფოში აღებული სისხლის ნიმუში. საავადმყოფოში, რა თქმა უნდა მას მიღებული ჰქონდა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

გაუგებარია რა კავშირი აქვს ამ ესპერტიზას ჩოლოიანის განაჩენთან. მარიანა ჩოლოიანს ბრალი არ აქვს თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის წარდგენილი. მოსამართლემ მასთან მიმართებით განაჩენი გამოიტანა ჩვენების იძულების საქმეზე, რასაც შენობიდან გადმოვარდნის მიზეზთან არ აქვს არანაირი კავშირი," - განაცხადა ბექა სირაძემ.

ცნობისთვის, ჩოლოიანის ადვოკატის განცხადებით, სირაძეს თავი არ მოუკლავს და არ არის გამორიცხული, რომ ის კორპუსის სახურავიდან შემთხვევით გადმოვარდნილიყო, რადგან სირაძე ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system