თავში

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებს. არასრულწლოვნის საქმეზე ბრალი გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს აქვს წარდგენილი. 

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 2019 წლის 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

დაკავებულ გამომძიებელს,  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეეფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system