თავში

მაგდა პაპიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

მაგდა პაპიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია
მაგდა პაპიძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

მსჯავრდებული მაგდა პაპიძის მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილ სარჩელში საუბარი იყო წინასწარი მოთავსების იზოლატორში მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე, რამაც მისი მტკიცებით ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია.

ქმარ-შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული ქალის დედის თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ორსული მაგდა პაიძის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. თუმცა როგორც პაპიძის დედა განმარტავს, საქმის მასალების დაგვიანების გამო სტრასბურგის სასამართლომ სარჩლი არ განიხილა.

"ჩვენ ექსპერტიზის დასკვნაც კი გვაქვს ცემის ფაქტებთან დაკავშირებით. დაგვიანებით მოხდა ამ მასალების გადაგზავნა 6 თვე იყო განსაზღვრული ვადა, რომელ ვადაშიც უნდა გადაგზავნილიყო. სპეციალურად დააგვიანა პროკურატურამ მასალების გადმოგზავნა, მაგრამ სხვა ადვოკატმა დაგვიანების მიუხედავად მაინც გაგზავნა. თუმცა დაგვიანების გამო უარი მოგვივიდა.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის საბუთები, რომ მაგდა ნაცემი იყო, თანაც ამ პერიოდში ორსულად იყო და არსებობს ექსპერტიზის დასკვნა ექიმის ხელმოწერით,"- განაცხადა მაგდა პაპიძის დედამ "რუსთავი 2-თან" საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system