თავში

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ვასაჯაროვებთ - შსს განცხადებას ავრცელებს - PHOTO

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ვასაჯაროვებთ - შსს განცხადებას ავრცელებს - PHOTO
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ვასაჯაროვებთ - შსს განცხადებას ავრცელებს - PHOTO

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოში სტუმრად მყოფი რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები არ დაუჯარიმებიათ. უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იმის დასტურად, რომ პოზნერი და მისი თანმხლები პირები ნამდვილად დაჯარიმდნენ, შსს ჯარიმის ქვითარს ასაჯაროვებს.

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ, საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, ჩარტერული რეისით დატოვეს.

პოლიციამ რუსი ჟურნალისტი და მისი 31 სტუმარი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

თბილისში რუსი ჟურნალისტის ვიზიტს პროტესტი მოჰყვა.

"აჭარა ჯგუფმა", რომლის მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "რუმსშიც" პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იზიარებენ პროტესტის სულისკვეთებას და გმობენ ოკუპაციას.

შსს-ში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

სასტუმრო, ვინოტელი, სადაც ვლადიმერ პოზნერმა და მისმა მეგობრებმა ივახშმეს, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.

სასტუმრო ,,რუმს ჰოტელს", სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ, კვერცხები ესროლეს.

ამასთან, მოსკოვში დაბრუნებული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ პოზნერი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system