თავში

"მაკას მიმიხედეთ" - ბანკზე თავდამსხმელის წერილი ციხიდან

"მაკას მიმიხედეთ" - ბანკზე თავდამსხმელის წერილი ციხიდან
მაკას მიმიხედეთ - ბანკზე თავდამსხმელის წერილი ციხიდან

მიმიხედეთ ჩემს მეუღლეს. მიყვარხართ და მენატრებით - ეს სიტყვები "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულმა, ნიკა წურწუმიამ საკუთარ უფლებადამცველს გამოატანა.

წურწუმიას ადვოკატის განცხადებით, ბანკში შეჭრის ერთადერთი მოტივი პროტესტის გრძნობა იყო და მას შედეგებზე არ უფიქრია.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყენებს დუმილის უფლებას. ვისაუბრეთ არაერთ საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში მე ვუხდი ბოდიშს მისი და მთელი ოჯახის სახელით, ადამიანებს ვინც ბანკში იმყოფებოდნენ. მეორე საკითხი იყო ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა მისი, რაც დაკავშირებულია გარკვეულ პირთა წრესთან.

როდესაც იგი შევიდა ბანკში ორი მანდილოსანი, რომლებიც იყვნენ შეშინებულები დაუყოვნებლივ გაუშვა გარეთ",- განაცხადა ნიკა წურწუმიას ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.

ნიკა წურწუმია ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, მას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

ცნობისთვის, თბილისში, ავლაბარში მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

სამართალდამცველებმა ბანკზე თავდამსხმელი დააკავესდა გაათავისუფლეს მძევლები. დაკავებული 28 წლის ნიკა წურწუმია, რომელიც ზუგდიდიდან თბილისში 6 თვის წინ გადავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system