თავში

მახრჩობდა, დანის ტარს მირტყამდა - თბილისში ქმარმა ორსული ცოლი სცემა

მახრჩობდა, დანის ტარს მირტყამდა - თბილისში ქმარმა ორსული ცოლი სცემა
მახრჩობდა, დანის ტარს მირტყამდა - თბილისში ქმარმა ორსული ცოლი სცემა

ორსული მეუღლის ცემისთვის მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქმის მასალების მიხედვით შემთხვევა თბილისში მოხდა. მამაკაცი ფეხმძიმე მეუღლეს ორი წლის შვილის თანდასწრებით გაუსწორდა. ბრალდებული ქალს დანი ტარს ურტყამდა და მის დახრჩობას ცდილობდა.

„კიბეებზე დამეწია და მახრჩობდა, იმდენად ძლიერად მიჭერდა ხელს ყელში, გონება მეკარგებოდა და ბავშვი მივარდებოდა,“ - უთხრა შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დაზარალებულმა. თუმცა მოგვიანებით სასამართლო განხილვისას მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. დანაშაული არ აღიარა არც ბრალდებულმა.

ჩვენება დაზარალებული ქალის დამ და სიძემ მისცეს.

საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც წერია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა „დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system