თავში

მალე ყველაფერი გაირკვევა - ბაჩალიაშვილის გარდაცვალების რა ვერსია აქვს ადვოკატს

მალე ყველაფერი გაირკვევა - ბაჩალიაშვილის გარდაცვალების რა ვერსია აქვს ადვოკატს
მალე ყველაფერი გაირკვევა - ბაჩალიაშვილის გარდაცვალების რა ვერსია აქვს ადვოკატს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება, რაც დაამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება იყო მკვლელობა.

"აბსოლუტურად ბევრი რაღაც იცვლება, ის სიტუაციები რომლითაც გადაფარვას ცდილობენ სხვა ვერსიებით, თითქოს და ეს მართლა თვითმკვლელობა, ან თვითმკვლელობამდე მიყვანა იყო. ეს ყველაფერი მალე გამოჩნდება, რომ აქ ისეთ რამესთან გვაქვს საქმე და აქ ისეთი ადამიანების მოქმედებებით განხორციელდა ეს ყველაფერი, რომ ეს ყველას დაანახებს, რომ ეს იყო ზუსტად დაგეგმილი მკვლელობა. სამსახურზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ უფრო სხვა სიმაღლეზე მივდივართ ჩვენ. არის რაღაც ისეთ ფაქტებზე საუბარი, რომელზეც ახლა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system