თავში

მალხაზ მაჩალიკაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების და სასამართლოს იმედი არ მაქვს

მალხაზ მაჩალიკაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების და სასამართლოს იმედი არ მაქვს
მალხაზ მაჩალიკაშვილი: დღევანდელი ხელისუფლების და სასამართლოს იმედი არ მაქვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევნადელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. 

როგორც დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მასდღევანდელი ხელისუფლებისა და სასამართლოს იმედი არ აქვს.  

„დღესაც მოწმეები იკითხებიან, რით ვერ დაამთავრეს მოწმეების დაკითხვა, ესეც ძალიან საინტერესოა. რაც შეეხება მოლოდინებს, როცა ადამიანს არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი და დღემდე ციხეშია გამომწყვდეული, რა გითხრათ მოლოდინზე? ვიმედოვნებთ, რომ ალბათ გაათავისუფლებენ და სასამართლო თავის სიტყვას იტყვის. დღევანდელ ხელისუფლებასთან და სასამართლოსთან დაკავშირებით მე არანაირი იმედები არ გამაჩნია. ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან დღეს, მაგრამ ბრალდების მხარე საიდან უნდა იყოს, როცა არც დაზარალებულია მორის მაჩალიკაშვილის მხრიდან არავინ. უბრალოდ პროცესს დაარქვეს სახელი, რომ ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

20 ივნისის საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფელების წარმომადგენლისადმი წინაღმდეგობა და მასზე თავდასხმა. ბეჟან ლორთქიფანიძე გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, თუმცა მისი საქმის განხილვა სასამართლოში მაჩალიკაშვილთან ერთად გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system