თავში

მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა
მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა

ახალგაზრდა მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის სასამართლო პროცესი დაიხურა. გადაწყვეტილება მოსამართლემ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურორმა დავით პაპავამ სხდომაზე განაცხადა, რომ ვინაიდან საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება, დაზარალებულის ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს, სხდომა დაიხუროს.

მის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ის  საფრთხეს ხედავს, რომ მედიამ შესაძლოა ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელოს. 

ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ახალგაზრდა კაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს, 5 დეკემბერს დააკავეს. როგორც report.ge-ს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, სამართალდამცველი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

პროკურატუის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება გაუპატიურების მუხლით (სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system